06:38 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1392
  • 100 RUB4.6170
  • USD3.4186
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (290)
25 0 0

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრსა და თავის ქართველ კოლეგას

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოფიციალური ვიზიტით თბილისს 27–29 აპრილს ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ჯერ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა, შემდეგ კი დელეგაციების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გაეცნობა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (290)

მთავარი თემები