16:28 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
46 0 0

სუს-ის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი, სახელმწიფო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უთხრეს 200 ათასზე მეტ ადამიანს, ხოლო ბინადრობის ნებართვაზე – 2,8 ათასს.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. მიგრაციის არხების მონიტორინგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

როგორც სუს-ის გასული წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტს უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრე ბატიაშვილმა წარუდგინა, სამსახურმა საქართველოს მოქალაქეობაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა 8 ათას განცხადებაზე და ბინადრობის სხვადასხვა სახის ნებართვის 18 ათას განცხადებაზე.

ამავდროულად, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა 200 ათასზე მეტ განცხადებაზე მოქალაქეობასთან დაკავშირებით და 2,4 ათას განცხადებაზე – ბინადრობის ნებართვაზე.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, გასულ წელს ოპერატიული საქმიანობის შედეგად სუს-მა გამოავლინა პირები, რომლებიც საქართველოში მოხვედრასა და ბინადრობის ნებართვის მიღებას უკანონო გზებით ცდილობდნენ. ასევე დადგინდა მათი მხარდამჭერი ორგანიზაციები და ცალკეული პირები.

უსაფრთხოების სამსახური ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობდა როგორც იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.

მთავარი თემები