06:12 15 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

გაბრიელიუს ლანდსბერგისი თბილისში იმჯელებს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე.

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში ვიზიტით სამშაბათს ჩამოვა. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ საქართველოში ლიეტუვის საელჩოში აცნობეს.

ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტზე საელჩოს ვებ-გვერდზე 13 აპრილს გაჩნდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები იმჯელებენ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და ქვეყანაში პოლიტიკურ დიალოგზე ევროკავშირის შუამდგომლობით.

„რაც შეეხება ვიზიტის პრეს-რელიზს, ის დღეს ან ხვალ, დღის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება საგარეო უწყების ვებ-გვერდზე Twitter-ში“, – განაცხადეს საელჩოში.

საქართველომ და ლიეტუვამ დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა დასახელება ლიეტუვა (Lietuva), რომელსაც მანამდე ლიტვას ვუწოდებდით. ეს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტი იყო იმაზე, რომ ლიეტუვურ ენაში ასევე დამკვიდრდა საქართველოს ავთენტური დასახელება (Sakartvelo). ამგვარად ლიეტუვა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც საქართველოს მიმართ ავთენტური დასახელების გამოყენება დაიწყო.

მთავარი თემები