პარლამენტმა ლეგიტიმაცია შეიძინა, მელია და რურუა კი ციხეს მალე დატოვებენ

© photo : courtesy of EU Delegation Georgiaმოლაპარაკებები სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის
მოლაპარაკებები სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
გამორიცხული არაა, რომ ნიკა მელია თავად შარლ მიშელმა გამოიყვანოს ციხიდან, თუ ასეთ მოკლე ვადაში მოხერხდება 19-21 ივნისის მოვლენების შესახებ ამნისტიის მიღება პარლამენტში.

ზოგადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტი და „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ გადაწყვეტილება, ხელი მოაწერონ ხუთპუნქტიან შეთანხმებას, ქართულ რეალობაში სრულიად ახალ, მაგრამ არა მოულოდნელ კონფიგურაციას ქმნის.

ქართული პოლიტიკური სპექტრი უკვე დაიყო ასე: სახელისუფლებო პარტია, მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია – ე.წ. კოლექტიური ალეკო ელისაშვილები – „მოქალაქეები“, „რესპუბლიკელები“, „გირჩი“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე საკუთარი შეუცნობელი რეიტინგით და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული სალომე სამადაშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, ინდივიდუალურად შევა პარლამენტში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გახარიას პარტია – ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია?

ანუ ამით საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაციის პრობლემა მოეხსნება და თავისუფლად შეძლებენ გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის – საარჩევნო ბარიერის შეცვლას. სავარაუდოდ, 113 ხმით 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 2024 წლის ან მომდევნო არჩევნებისთვის ერთჯერადად 2–3%-მდე შემცირდება, ხოლო შეიცვლება თუ არა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და გავრცელდება თუ არა თამარ ჟვანიაზე პარლამენტის მიერ 2/3-ით არჩევის ვალდებულება, ამას უკვე დრო და საარჩევნო კოდექსის განხილვები გვიჩვენებს.

გამოიკვეთა მესამე, რადიკალური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას „ევროპული საქართველო“, ნათელაშვილის „ლეიბორისტები“ და წვრილ-წვრილი პარტიები, რომელთაც ხელმოწერაზე არავინ დაუძახა, მაგრამ საკუთარი აზრი, ბუნებრივია, აქვთ. მაგალითად, ნინო ბურჯანაძეს, ირმა ინაშვილს, დავით ჭიჭინაძეს... ისინი 15 მაისის აქციისთვის მზადებას განაგრძობენ. კიდევ აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელმა შიდა პოლიტიკაზეც იქონია ზეგავლენა და ნაწილობრივ დაშალა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რადგან მისი ერთ-ერთი ლიდერი, პარტია „კანონისა და სამართლის“ დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, სავარაუდოდ, 15 მაისის აქციას შეუერთდება და „სტრატეგია აღმაშენებელს“ დატოვებს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
შესვლა?.. არშესვლა?.. საკითხავი, აი, ეს არის...

პარალელურად უახლოეს მომავალში გიორგი გახარიას პარტიის სახელი და გეგმებიც გვეცოდინება, რომელსაც ზოგიერთი სახელისუფლებო დანამატად თვლის და ივანიშვილის გეგმა „ბ“-ს უწოდებს, რომელმაც 2030 წლამდე „ქართული ოცნება“ უნდა ჩაანაცვლოს. ასევე მალე გაირკვევა კახი კალაძის გეგმებიც, რომელსაც მედია განდგომილობას უწინასწარმეტყველებს. სავარაუდოა, რომ კალაძე ქართულ პოლიტიკას არ დატოვებს. ხოლო ვისთან ითანამშრომლებს ის თავისი საკმაოდ ძლიერი ფინანსური და ადამიანური რესურსით, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაირკვევა.

ექსპერტები კი საბოლოოდ ევროპული შეთანხმების შედეგს კოალიციურ მმართველობაში ხედავენ. მივა თუ არა საქართველო კოალიციურ მთავრობამდე, შესაძლოა, 2022 წელსვე გაირკვეს. სხვათა შორის, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი არჩევნების მოგებას არა მარტო მისი მომხრეები, არამედ ჟურნალისტი ელისო კილაძეც კი უწინასწარმეტყველებს, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე პანდემია დასრულდება, საპროტესტო მასა უცხოეთში წავა და იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მმართველობას გააგრძელებს, პასუხისმგებლობა „გირჩს“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ დაეკისრებათ. ვნახოთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0