19:30 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების ახალი დოკუმენტი „საქართველოს წინსვლის გზა“ 18 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობიდან რამდენიმე დღის წინ გასული ექვსივე დეპუტატი უერთდება და ხელს მოაწერს შეთანხმების დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“, განაცხადა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები გასულ კვირაში ექვსმა დეპუტატმა დატოვა – გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ. ისინი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდნენ, ხოლო საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში აგრძელებენ.

19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული.

„ჩვენი პარტნიორები იძულებული გახდნენ, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. საქართველოს მომავალი პერსპექტივისთვის კრიზისის განმუხტვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია... ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება. ეს არსებული კრიზისის განმუხტვის და შემცირების შესაძლებლობაა, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ და დოკუმენტს ხელს მოვაწერთ", – განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

დოკუმენტს „საქართველოს წინსვლის გზა“ თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი – მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.  

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოსაწერად მიიწვია – პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და ხუთპუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორ წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა ორ საკითხში არსებითი ცვლილებები შევიდა – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.

მთავარი თემები