ლომჯარია: მივესალმები მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების ახალი დოკუმენტი „საქართველოს წინსვლის გზა“ 18 აპრილს წარუდგინა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს სახალხო დაცველი ნინო ლომჯარია ხელისუფლებასა და ოპოზიური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ შეუთანხმებლობით გამოწვეული შედეგები ქვეყნისთვის უმძიმესი იქნებოდა.

ორშაბათს, გვიან საღამოს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს კომპრომისულ შეთანხმებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც შარლ მიშელის მიერ იყო შემოთავაზებული. 

შარლ მიშელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კვლავ ჩამოდის თბილისში

„მჯერა, რომ შეთანხმების მიღწევა ნიშნავს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი შესაძლებლობების გაჩენას და ასევე შეთანხმებაში მოყვანილი საკითხების (სასამართლო, საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება) კეთილსინდისიერ შესრულებაზე ევროკავშირისა და აშშ-ის მხრიდან ძალიან მკაცრ ზედამხედველობას“, –  დაწერა ლომჯარიამ Facebook-გვერდზე. 

დოკუმენტს თავიანთი პარტიების სახელით ხელი მოაწერეს ალეკო ელისაშვილმა („მოქალაქეები“), ხათუნა სამნიძემ („რესპუბლიკური პარტია“), ზურაბ ჯაფარიძემ („გირჩი“ – მეტი თავისუფლება“), ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ („ლელო“), გიორგი ვაშაძემ („სტრატეგია აღმაშენებელი“), ვახო მეგრელიშვილმა („ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“), ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მმართველი პარტიიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, წინამორბედის მსგავსად, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა, ორ საკითხში არსებითი კორექტივებია შეტანილი – გაჩნდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა.

ყველა ახალი ამბავი
0