მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

© photo : courtesy of EU Delegation Georgiaხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები
ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელი მოაწერეს.

ორბელიანის სასახლეში იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“ (არჩილ თალაკვაძე, შალვა პაპუაშვილი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (გიორგი ვაშაძე), „ლელო“ (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე), „გირჩი“ (ვახტანგ მეგრელიშვილი), „გირჩი - მეტი თავისუფლება“ (ზურაბ ჯაფარიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი), „რესპუბლიკური პარტია“ (ხათუნა სამნიძე). ხელმოწერის ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები. 

შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ყველა მათგანმა მოაწერა. მათ მადლობა გადაუხადეს ევროპელ შუამავლებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაწეული ძალისხმევისთვის.

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
ზურაბიშვილის განცხადებამ რურუას შეწყალების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

მათ უმასპინძლეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. 

ცერემონიას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესწრებოდა თავად პრეზიდენტი შარლ მიშელი.

საბოლოო ჯამში, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. აღსანიშნავია, რომ კელი დეგნანმა განაცხადა, რომ დოკუმენტი არის ღია და ცალკეულ პოლიტიკოსებს მისი ხელმოწერა შემდგომშიც შეუძლიათ.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა უნდა განიხილონ პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე, რომელიც ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელს, გიორგი რურუას. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი 18 აპრილს წარუდგინა.

ყველა ახალი ამბავი
0