20:26 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (394)
83 0 0

იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგან 9 ოპოზიციონერი იქნება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ პარლამენტში შედის და 19 აპრილიდან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. 

რამდენიმე დღის წინ „გირჩმა“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადყოფნა გამოთქვა, შევიდეს საქართველოს პარლამენტში. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, პარტიისთვის პარლამენტში შესვლა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა და ამით ისინი შეინარჩუნებენ ნეიტრალურ მხარეს დაპირისპირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. „გირჩს“ საპარლამენტო საქმიანობის განსხვავებული ფორმა ექნება არჩეული, დასძინა მეგრელიშვილმა.

„მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა შეთანხმება, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ პარლამენტში და დავიწყებთ იმ გეგმის მიხედვით მოქმედებას, რომელიც ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილია", – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან" ამ თემაზე მოლაპარაკებები არ ჰქონიათ, მათ უბრალოდ მმართველ გუნდს შეატყობინეს, რომ პარლამენტში შედიან.

პარტია „გირჩმა“ პარლამენტში შესვლის პირობები დაასახელა>>>

„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

ამჟამად პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“ – ჯამში ექვსი დეპუტატი. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (394)

მთავარი თემები