პრეზიდენტი სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
საერთაშორისო დამკვირვებლები ქვეყანაში კრიზისებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად სიძულვილის ენას ასახელებენ

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

ზურაბიშვილი მისი პრეზიდენტობის ვადის პერიოდში არაერთხელ გამოვიდა როგორც  მედიაში, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში სიძულვილის ენის აკრძალვის შესახებ.

 „მოგმართავთ ინიციატივით, რომელიც ყველასთვის საჭიროა და არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მინდა, რომ თქვენ, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ. ვფიქრობ, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების დრო მოვიდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა  ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის 30–წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისი თქმით, მორატორიუმი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ატმოსფეროსა და განწყობების შეცვლას.

პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიძულვილის ენაზე საუბარია საერთაშორისო დამკვირვებელთა თითქმის ყველა ანგარიშში. ისინი ქვეყანაში კრიზისებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ერთ–ერთ მთავარ პრობლემად სიძულვილის ენას ასახელებენ.

სიძულვილის ენა ქვეყანაში განსაკუთრებით გამწვავდა პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეექვსე თვეა გრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0