პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით განსხვავებულ ფორმატში წარდგება

© Sputnik / STRINGERსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას წარუდგენს.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით 9 აპრილს წარდგება, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
საქართველოს პრეზიდენტის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უკვე ცნობილია

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.

„პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს. ხვალ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს – თებერვლის დასაწყისში უნდა წარდგეს. თუმცა, ჩვეულებრივ, ეს უფრო მოგვიანებით ხდება.

პარლამენტის რეგლამენტი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეების, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლას ითვალისწინებს, თუმცა, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ფორმატი შეიცვალა. 

კერძოდ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ დეპუტატები სიტყვით აღარ გამოვლენ. გარდა ამისა, პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არ იქნებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის სხდომას არ დაესწრება. ამასთან, პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია „ქართული ოცნებაა", რომლის თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი 2018 წლის დეკემბერში გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0