10:48 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (530)
82 0 0

სალომე ზურაბიშვილი  კოვიდსაწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით 18 მარტს  საჯაროდ აიცრა, მეორე დოზით კი მას აცრა 4-12 კვირის შუალედში მოუწევს. მან  საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის კორონავირუსის ტესტზე პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პრეზიდენტი Facebook-გვერდზე წერს.

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ თვითიზოლაციაში გადავიდა მიუხედავად იმისა, რომ ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

„ტესტი უარყოფითია! მადლობა ყველას ვინც მომიკითხა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თვითიზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილება რისკების თავიდან აცილების მიზნით მიიღო, ვინაიდან მას კონტაქტი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (530)

მთავარი თემები