საქართველოს ყოველი მესამე მცხოვრები არჩევნებზე ხმას „ოცნებას“ მისცემდა – IRI-ს გამოკითხვა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
გამოკითხვის თანახმად, პარტიების რეიტინგში მეორე ადგილზე ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის სათავეშია. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

კითხვას, „თუ საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას ჩატარდება, ვის დაუჭერთ მხარს“, რესპონდენტების 35%-მა უპასუხა, რომ მოქმედ ხელისუფლებას აირჩევს. მეორე ადგილზე 18%-ით გავიდა ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - 3%
  • „ახალი საქართველო - სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ ზურაბ ჯაფარიძე -  2%
  • „საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 2%
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" -2%
  • „მოქალაქეები“ -2%
  • „ლელო“ -1%

ამასთან, გამოკითხულთა 10% ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-ს კი -  გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ან უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ასევე, 1%-მა განაცხადა, რომ მათ არც ერთი პარტია არ მოსწონთ, 5% კი - ბიულეტენში ყველა პარტიას გადახაზავდა.

კვლევა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

 

ყველა ახალი ამბავი
0