01:11 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
108 0 0

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ პირველი თათბირი გამართეს და შემდგომი გეგმები განიხილეს

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ოპოზიცია 15 მაისს თბილისში მასობრივი აქციის ჩასატარებლად შტაბს ქმნის, ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ პირველი თათბირი გამართეს და შემდგომი გეგმები განიხილეს.

„ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია აქციის გამართვას ხელს არ შეუშლის.

„იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისითაც და ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანებს დავინახავთ თბილისის ქუჩებში“,-აცხადებს ბურჯანაძე.

აქციაზე ოპოზიცია აპირებს კვლავ გააჟღეროს თავისი მოთხოვნები: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მთავარი თემები