11:26 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (14)
137 0 0

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" გამორიცხა თავისი კანდიდატის მოხსნა იმ ქალაქში, სადაც გახარია იყრის კენჭს

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. თუ საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია კენჭს იყრის ადგილობრივ არჩევნებში, ის ჩვენთვის კონკურენტი იქნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გახარიამ მმართველი პარტია და პრემიერის პოსტი მარტის დასაწყისში დატოვა. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს.

„ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელმაც შეიძლება იყაროს კენჭი მერობაზე, იქნება ოპონენტი. კონკრეტულად გიორგი გახარიამაც რომ იყაროს კენჭი, ის, რა თქმა უნდა, იქნება ოპონენტი“, – განაცხადა სამხარაძემ.

ამასთან მან გამორიცხა მმართველი პარტიის მხრიდან თავისი კანდიდატის მოხსნის შესაძლებლობა იმ ქალაქში, სადაც გახარია იყრის კენჭს.

ადგილობრივი არჩევნები საქართველოს 63 რაიონსა და თბილისში 2021 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.

თემები:
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (14)

მთავარი თემები