11:57 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
128 0 0

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.

თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. წუხანდელი საღამო და ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს უცხოური ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან, ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციას.

ცნობილი რუსი ჟურნალისტის თბილისში ვიზიტს საპროტესტო აქცია მოჰყვა. ოპოზიციის წევრებმა და აქტივისტებმა პოზნერის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით ადრე გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.

კვირიკაშვილის განცხადებით, საქართელოს ეკონომიკისთვის ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური ფაქტორია, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმი პანდემიის ფონზე ის სფეროა, რომლიდანაც მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება ოთხი მეზობელი ქვეყნოდან და მათ შორისაა რუსეთი. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ გუშინ მომხდარმა ფაქტმა შესაძლოა რუსი ტურისტების შემოდინება მნიშვნელოვნად შეამციროს, რაც სავალალო შედეგებს გამოიწვევს.

„ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს... სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, - დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.

ვლადიმირ პოზნერი თბილისში 31 მარტს ჩამოვიდა, ის დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდა – 1 აპრილს მას 87 წელი უსრულდება, მასთან ერთად თბილისს მისი 50-მდე მეგობარი და კოლეგა ეწვია. იგი საქართველოს დატოვებას 3 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ქვეყნის დატოვება დაგეგმილზე ადრე მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოზნერისთვის ეს თავისი დაბადების დღის თბილისში აღნიშვნის უკვე მესამე შემთხვევაა, ასეთი „თბილი დახვედრა“ მას პირველად მოუწყვეს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში კანონიერად შემოვიდნენ. 

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქცია თავიდან რესტორან „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ვახშმობდა. აქციის მონაწილეებმა საბოლოოდ ვახშამი ჩაშალეს. მათ შრომის ინსპექციას აცნობეს იმის შესახებ, რომ რესტორანმა, პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველოში მოქმედი „კომენდანტის საათი“ დაარღვიეს – 21:00 საათის შემდეგ 05:00 საათამდე გარეთ გასვლა აკრძალულია, ხოლო რესტორნებს ამ საათებში მუშაობა ეკრძალება.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის დერეფნის დახმარებით დატოვეს. საპროტესტო აქცია შემდეგ სასტუმრო Rooms Hotel-თან გაგრძელდა, სადაც პოზნერი გაჩერდა სხვა სტუმრებთან ერთად. აქტივისტებმა სასტუმროს შენობას კვერცხები დაუშინეს.

რესტორანი „ვინოტელი“ 10 ათასი ლარით დაჯარიმდა.

პოზნერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სასტუმრო პოლიციის დაცვით დატოვეს და ამ დილით საქართველოდან გაემგზავრნენ.

მთავარი თემები