00:43 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
115 0 0

შუამავლის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, „რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა“, მოლაპარაკებათა არც ერთი მხარე არ დათანხმდა

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზებზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელზეც შუამავლის როლს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისიტიან დანიელსონი ასრულებდა, კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა განაცხადა.

Переговоры властей и оппозиции при участии спецпредставителя Евросовета Кристиана Даниэльссона
photo : courtesy of EU Delegation in Georgia
ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით
„სამწუხარდ, მაგიდასთან დღეს არ ყოფილა მზადყოფნა, რომ მიღწეულიყო კომპრომისი“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

დანიელსონმა აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებს წარუდგინა წინადადება, რომელიც ხუთი პუნქტიდან შედგება. აღნიშნული დოკუმენტი უკვე საჯაროა. წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები.

ექვსსაათიანი შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა. დღევანდელ შეხვედრაზე მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენდნენ.

„დღეს მე დავასრულე მეორე მედიაციის მისია საქართველოში, როგორც პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა. მე ვიქნები ძალიან მკაფიო, არსებობს ამ კრიზის გადაწყვეტა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს მოიცავს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით, პარლამენტში, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე. ასევე გადაწყვეტილება, რომელიც დაასრულებდა ამ გაგრძელებულ დებატებს საკვანძო პოლიტიზირებულ სასამართლო საქმეებსა და ადრეულ არჩევნებზე. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ გამბედაობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს... ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს, ყველა სხვა საკითხზე მაღლა აყენებს. სამწუხაროა, რომ უნდა ვთქვა, რომ არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა დანიელსონმა.

რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, რომლებსაც მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით ევროპული საბჭო გადადგამს, ამას, დანიელსონის თქმით, საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გადაწყვეტს.

„ევროპული მისწრაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ ამბიციებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მოდის... მე ახლა მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს, თუ რა ხდებოდა ამ კვირის განმავლობაში და იგი გადაწყვეტს, თუ რა იქნება შემდეგ ნაბიჯები და როდის იქნება ისინი გადადგმული“, - განაცხადა დანიელსონმა. 

მაგრამ, მისი თქმით, იყო დეტალები, რომელზეც თანხმობა იყო მიღწეული. ეს შეეხება საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულებას და ძალაუფლების გადანაწილებას. ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სალომე სამადაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მამუკა ხაზარაძე – „ლელო საქართველოსთვის“, ზურა ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“ და გოჩა თევდორაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

ოპოზიციის კიდევ ერთი პრინციპული მოთხოვნა, რომლის გამო ის დათმობებზე უარს აცხადებს - „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაა. ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და „მთავარი არხის“ თანამფლობელი გიორგი რურუა.

 

 

მთავარი თემები