12:27 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
39 0 0

ანგარიში მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს.

თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2021 წლის რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

ამჯერად საქართველომ 60 ქულა მიიღო სისტემით, რომელშიც 100 ქულა ყველაზე კარგი შედეგია. შედარებისათვის: ქვეყანას 2017 და 2018 წლების ანგარიშებში 64 ქულა ჰქონდა, 2019-ში – 63, 2020 წელს – 61. 

Freedom House ქვეყნის თავისუფლებას ორი კრიტერიუმით აფასებს, ესენია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს – 60. საქართველომ აღნიშნულ კრიტერიუმებში, შესაბამისად, 23 და 37 ქულები მიიღო.

კვლევა 195 ქვეყანას და 14 ტერიტორიულ წარმონაქმს, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მოიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კონკურენტულ არჩევნებს ატარებს და მას დემოკრატიის ტრაექტორიის გაუმჯობესების ნიშნები განსაკუთრებით 2012-2013 წლებში ჰქონდა, რაც მთავრობის შეცვლას უკავშირდებოდა, თუმცა ბოლო წლებია უკუსვლას განიცდის. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში პრობლემად რჩება კორუფციაც. 

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.

Freedom House 1941 წელს დაარსდა.

მთავარი თემები