გეგმები არ შეიცვლება: ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გააგრძელებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliპარლამენტის პიკეტირება
პარლამენტის პიკეტირება - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა მომავალი მიტინგების ფორმატი განიხილეს და გადაწყვიტეს, რომ პიკეტირება აღარ მოხდება

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. ყველა საპროტესტო აქცია, რომელიც ოპოზიციამ ადრე დაგეგმა, ძალაში რჩება. ცვლილებები მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, თუ ხელისუფლება ნადვილ დიალოგზე გადავა, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, ჯერჯერობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნებისგან“ რაიმე შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა. პირიქით, უგულავა მიიჩნევს, რომ პარლამენტის დღევანდელმა პიკეტირებამ აჩვენა, რამდენად აგრესიულად იყვნენ განწყობილნი პოლიციელები მომიტინგეების მიმართ.

პოლიცია პარლამენტის გვერდით შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
პარლამენტის პიკეტირება – დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე

„აქტივისტებს პირი არ ჰქონდათ გაღებული, აკავებდნენ. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელოვნურად გააკეთეს, რათა შემდეგ ღარიბაშვილს კვლავ გინების და ფურთხების ტირადა გაეკეთებინა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან გუშინ სხვანაირი რიტორიკა ჰქონდა. ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ ვინმე შეიძლება მოატყუოს“, – განაცხადა გიგი უგულავამ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, რომელიც სამშაბათს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაიმართა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხებზე კომპრომისი ხელისუფლებასთან ვერ შედგება.

„პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით კომპრომისი ვერ იქნება იმიტომ, რომ არჩევნები არის მოპარული, გაყალბებული. ყველა დანარჩენ საკითხზე, საარჩევნო გარემოზე, როგორ მივალთ არჩევნებამდე და ასე შემდეგ, ბუნებრივია, შესაძლებელია მოლაპარაკებების პროცესი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„ჩვენგან ელიან მეტ პატრიოტიზმს“: საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა

მისი თქმით, ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები იქნება დამოკიდებული ხელისუფლების ქმედებებზე.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ მომდევნო მიტინგების ფორმატზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ პიკეტირება აღარ იქნება, აქციები კი კვლავ მშვიდობიანი ხასიათის იქნება.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე არ დათანხმდება. ხოლო ნიკა მელიას გათავისუფლება დამოკიდებულია იმაზე, გადაიხდიან თუ არა მისი ოჯახის წევრები ან მხარდამჭერები მისთვის დაკისრებულ 40 ათასიან გირაოს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება კანონის აღსრულებაში ვერ ჩაერევა.

შარლ მიშელი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
„მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ – შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შეაფასა

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ორი კვირა აქვთ იმისათვის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში პროგრესს მიაღწიონ. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, 16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც მიმოიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გავიდა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0