საქართველოს პარლამენტთან კარვების რაოდენობა იზრდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliკარვები პარლამენტთან
კარვები პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტთან დგას 20-ზე მეტი კარავი, რომელიც ოქ ოპოზიციური პარტიების და ორგანიზაციების აქტივისტებმა მიიტანეს.

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. ოპოზიცური ორგანიზაციის „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ აქტივისტებმა პარლამენტთან კიდევ ორი კარავი დადგეს, მათი მოთხოვნები უცვლელია - ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზვიად კუპრავას განცხადებით, კარვების გაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თემა არ განიხილება. კუპრავას განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, პარლამენტის წინ კარვების რაოდენობა გაიზრდება.

„უახლოეს დღეებში ვგეგმავთ კიდევ გავშალოთ რამდენიმე კარავი. ვუერთდებით პროტესტს, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და წელს ვიცოდეთ თარიღი, როდის იქნება ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა კუპრავამ „პირველი არხის“ ეთერში.

საქართველოს პარლამენტთან დგას 20-ზე მეტი კარავი, რომელიც ოპოზიციური პარტიების და ორგანიზაციების აქტივისტებმა მიიტანეს.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ღარიბაშვილი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში „წითელ ხაზს“ ასახელებს

გაერთიანებულმა ქართულმა ოპოზიციამ საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციების რამდენიმედღიანი განრიგი დაგეგმა. ქალაქის ცენტრში უკვე ჩატარდა მსვლელობები და დემონსტრაციები, ხოლო 2 მარტს დილიდან ოპოზიციის აქტივისტებმა საკანონდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება განახორციელეს.

მომდევნო მასშტაბური აქცია ჩატარდება 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციასთან, 9 მარტს - პიკეტი შსს-ს შენობასთან, 11 მარტს - თბილისის სასამართლოსთან, 13 მარტს - მსვლელობა რუსთაველის გამზირზე და ახალი მსხვილი საპროტესტო აქცია პარლამენტთან. ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას.

გუშინ საპრეზიდენტო რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ევროკავშირი ორი კვირის განმავლობაში ელოდება საქართველოსგან პროგრესს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის კუთხით.

ყველა ახალი ამბავი
0