თურქეთის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© AFP / ADEM ALTANრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
გამოწერა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე“ წარმატებები უსურვა.

თბილისი, 25 თებერვალი – Spurnik. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ედოღანის ოფიციალურ მილოცვაში ხაზგასმით აღნიშნულია საქართველო–თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობა.

„თქვენთვის ცნობილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 100 წლისთავი. საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ანკარაში საელჩო გახსნა. მინდა თქვენ გისურვოთ წარმატებები და ქართველ ხალხს კეთილდღეობა“, – განაცხადა ერდოღანმა. 
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
საქართველოს თავდაცვამ თურქეთისგან საინჟინრო მოწყობილობები მიიღო

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხში.

22 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0