19:03 04 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (24)
101 0 0

პრემიერმა მოუწოდა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანო დისკუსიის მთავარ პლატფორმად გამოიყენონ

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. სამშაბათს საღამოს ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციიდან საქართველოში ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გადაინაცვლეს, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოს მიმდინარე სიტუაცია განიხილეს.

სამშაბათს დილით პოლიციამ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში ძალისმიერი სპეცოპერაცია ჩაატარა, რამაც ქვეყანაში დაძაბულობა გაზარდა და თბილისის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო აქციების დაწყება გამოიწვია.

„დღეს ყველაზე საკვანძო სიტყვა დეესკალაცია და მოლაპარაკებაზე დაბრუნებაა, რათა განიმუხტოს ამჟამინდელი დაძაბულობა, რაც ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მოვისმინეთ მრავალი განცხადება ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისგან. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვმასპინძლობ სტუმრებს ამ საღამოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

შეშფოთება არ დაუმალავს არც აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“, – აღნიშნა ელჩმა.

კელი დეგნანის თქმით, შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა იყო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკეთესად გვესმის, რა აშფოთებს ოპოზიციას. ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგოთ, არსებობს თუ არა რამე გზა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მანამდე ელჩები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

სანამ ელჩები ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, რომელმაც ორშაბათს სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ოპოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

„ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, არა დაპირისპირების, არამედ დიალოგის დროა. ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეს ყველაფერი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს.

თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებულია კარვები, სადაც ოპოზიციამ სადღეღამისო მორიგეობა დააწესა. პარასკევს დაანონსებულია მასობრივი აქცია-მსვლელობა, სადაც მთელი საქართველოდან ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (24)

მთავარი თემები