ანზორ მელია: „ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერს გაუძლებს...“

© Sputnik / Vladimir Umikashviliანზორ მელია საპროტესტო აქციაზე
ანზორ მელია საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია შეუერთდა. ნიკა მელია დღეს დილით დააკავეს.

რუსთაველზე შეკრებილი მომიტინგეები ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. 23 თებერვალს, დილით, შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პარტიის ოფისში დააკავა.

„ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის გაუძლებს ყველაფერს, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო და ამ მთავრობას მინდა მივმართო, ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ხალხს ვერ დააჩოქებთ. საქართველოში მალე გათენდება", - განაცხადა ანზორ მელიამ.
ოპოზიციის აქცია  - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
ოპოზიცია თბილისში საპროტესტო აქციას 26 თებერვალს გამართავს

ანზორ მელიას თქმით, მიუხედავად მძიმე დღეებისა და დღევანდელი დილისა, ის დღეს ბედნიერია, იმიტომ, რომ ამდენ მოსიყვარულე გულებს ხედავს მისი შვილის გვერდით.

„ეს წარმოუდგენელი იყო, იმიტომ რომ არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს და სახალხო–განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს.

ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ოპოზიციური  რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლაში ხელი არ შეუშალეს.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
დასავლეთმა მელიას დაკავება დაგმო – თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია

დღეს გამართულ აქციაზე ოპოზიციამ 26 თებერვალს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობაც დააანონსა. როგორც დღევანდელ აქციაზე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, 26 თებერვალს აქცია 15:00 საათზე ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება.

რაც შეეხება დღევანდელ აქცია-მსვლელობას, ის უკვე დასრულდა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს–მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რომლის მიზეზიც გიორგი გახარიას მიხრიდან თანამდებობის დატოვება გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0