12:18 15 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1177
  • 100 RUB4.5431
  • USD3.4432
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)
63 0 0

ოპოზიციამ დედაქალაქის ცენტრში პროტესტის გამოხატვა „ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ დაიწყო.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია 26 თებერვალს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია–მსვლელობის გამართვას აანონსებს.

მომიტინგეები 15:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და იქიდან გეგმავენ საპროტესტო მსვლელობის მოწყობას.

ოპოზიციამ დედაქალაქის ცენტრში 26 თებერვალს პროტესტის გამოხატვა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამართულ დღევანდელ მიტინგზე დააანონსა.

ნიკა მელია 2019 წლის 20–21 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს-მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რისი მიზეზიც პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა გახდა. 23 თებერვალს, დილით, შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

„მოხდა დარბევა ჩვენი ოფისის, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება. ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი, თვითონ ნიკა მელია მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ და, რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება თავისუფლებისთვის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა სახალხო–განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადეს და მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდეს.

მოგვიანებით ოპოზიციონერი ლიდერები მოქალაქეებთან ერთად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და კარვები გაშალეს, გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლაში ხელი არ შეუშალეს.

აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

თემები:
 „ცხელი გაზაფხული“:  პოლიტიკური ვნებათაღელვა საქართველოში (27)

მთავარი თემები