17:02 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
6410

საქართველოს მთავრობის მეთაურობის კანდიდატმა ოპოზიციას ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ გამართავს, განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან მზად არის მოლაპარაკებებისთვის, გარდა „ნაცმოძრაობისა, რომლის უკანაც მიხეილ სააკაშვილი დგას.

„თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობასა და შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე დებატებისთვის, რაც ჯდება თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიღებულ პრაქტიკაში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან ოპოზიცია არეულობებისა და დესტაბილიზაციის მოწყობის სურვილში დაადანაშაულა.

საქართველოს პარლამენტში ირაკლია ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების საკითხი განიხილება. ღარიბაშვილის კანდიდატურა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. პრემიერობის კანდიდატი ერთხელ უკვე იყო მთავრობის მეთაური (2013–2015).

თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს

მთავარი თემები