პირველი ვიზიტი: სად გაემგზავრება ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში

© Sputnik / STRINGERირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ რიგში ბრიუსელსა და ბაქოს ეწვევა.

 

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის რანგში ბრიუსელში მიმდინარე წლის მარტში გაემგზავრება, ამის შესახებ პოლიტიკოსმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ახალი კატეგორია: ევროკავშირმა COVID-19-ის მუქი წითელი ზონები დააწესა

ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხს განიხილავენ. პარლამენტს აღნიშნული კანდიდატურა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ წარუდგინა. ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი 2013–2015 წლებშიც ეკავა.

 „ბრიუსელში 15–17 მარტს დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თაობაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გავემგზავრები“, – განაცხადა გახარიამ.

2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ. მაშინ აღნიშნულ დოკუმენტს ხელი სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრი იყო.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი ვიზიტს გეგმავს მეზობელ აზერბაიჯანშიც, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.

 „აზერბაიჯანი ჩვენს მოძმე სახელმწიფოა, რომელსაც გონიერი მმართველი ჰყავს, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს და ერთ–ერთი ჩემი პირველი  ვიზიტი, ალბათ, აზერბაიჯანში შედგება მას შემდეგ, რაც ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2021
საქართველოს საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

პოლიტიკოსის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ერთ–ერთი მთავარი თემა დავით–გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება იქნება.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

გასულ წელს საქართველოს პროკურატურამ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელიც სწორედ საზღვრის სადავო მონაკვეთს ეხება.

ყველა ახალი ამბავი
0