13:48 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
38 0 0

არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტებს ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი დაიკავებენ.

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში  2020 წლის  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრისგან იქნება შემდგარი და ადგილებს ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გადაინაწილებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

ოპოზიციის სახელით კომისიაში პარტია „ევროპულ სოციალისტების“ წევრები, დეპუტატები ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ჩაერთვებიან.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გიორგი კახიანმა განმარტა, ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაში სულ ცოტა რვა ადგილი უნდა ჰქონოდა, მაგრამ ისინი კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.

დღეისათვის პარლამენტში ოპოზიციას ორი პარტია – „მოქალაქეები“ და არჩევნების შემდეგ შექმნილი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ წარმოადგენენ. საკანონმდებლო ორგანოში შესული ოპოზიციური პარტიების სხვა წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტის საქმიანობაში ჩართვაზე უარს აცხადებენ.

17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა.

მთავარი თემები