13:10 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
7700

მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის მიმართულებით, განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მისი თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით განახლდა მესაზღვრეთა ეკიპირება და პირადი აღჭურვილობა, საზღვარზე ინციდენტების გამოვლენის და მათზე რეაგირების მიზნით გაუმჯობესდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.

„განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები. აშშ-ის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა... ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ის ასევე შეეხო კრიმინალური პოლიციის რეფორმას, რომელიც გრძელდება საქართველოში. ცვლილებების მთავარი მიზანია - გამოძიების ხარისხის ამაღლება. რეფორმის შედეგად გაჩნდება გამომძიებლების ახალი მაღალკვალიფიციური გუნდი, ხოლო ოპერატიული შემადგენელი ცალკეულ მიმართულებად გამოიყოფა. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი.

 

მთავარი თემები