საქართველოს პარლამენტში განახლებული მინისტრთა კაბინეტის განხილვა დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატები ეცნობიან 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებში საქართველოს განახლებული მთავრობის შემადგენლობის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.

„ევროპელი სოციალისტები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ >>

ახალი მინისტრთა კაბინეტი პარასკევს წარადგინა პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ პოსტზე მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წამოაყენა.

გიგი უგულავა, ნინო ბურჯანაძე და შალვა ნათელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას ითხოვს – რა იქნება შემდეგ

დღეიდან მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების საკითხს, ასევე 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განიხილავენ საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და ოპოზიციურ ჯგუფებში.

ამ წუთებში საკითხი განიხილება ეკონომიკური სექტორის ოთხი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე. მოგვიანებით, 15:00 საათზე დაგეგმილია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივი სხდომა. სხდომას სპიკერად გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი.

საქართველოს მთავრობის მეთაურის სავარძელი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ხუთშაბათს გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. პოლიტიკოსმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო და აღნიშნა, რომ თავის გუნდთან ვერ მიაღწია თანხმობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ყველა ახალი ამბავი
0