ვოლსკი: ოპონენტებისგან მოლაპარაკებების შეთავაზება ერთგვარი ულტიმატუმია

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ვოლსკი
გიორგი ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
ოპოზიციური სპექტრი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, მიუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და დაიწყონ სერიოზული დიალოგი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ რიგგარეშე ან განმეორებითი არჩევნების ჩატარება სამართლებრივ საფუძველს უნდა ეყრდნობოდეს და არა ოპონენტების შეხედულებებს.

დღეს ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მზადყოფნა გამოთქვა, ფასილიტატორების ჩართულობით მმართველ პარტიასთან ვადამდელი არჩევნების შესახებ გამართოს მოლაპარაკებები. მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზა ვადამდელი არჩევნებია. 

„ლელო“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„ლელო“ მმართველ პარტიას ვადამდელ არჩევნებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს

ვოლსკის განცხადებით, სწორედ მმართველი პარტია იწვევს ყველას მოლაპარაკების მაგიდასთან ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, ოპონენტების განცხადება კი არა მოლაპარაკების შეთავაზება, არამედ ულტიმატუმია.

„ეს ულტიმატუმია, რომ თქვენ წადით, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვწონს არჩევნების შედეგები და უნდა მოხდეს ისე, როგორც სააკაშვილს სურს. ასე ვერ მოხდება, რადგან ეს სახელმწიფოა და საკმაოდ მძლავრი ინსტიტუტები გააჩნია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ამ ეტაპზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გამართვის საკითხს არ განიხილავს.

პარლამენტში უკვე მიიღეს დადგენილება არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო ერთ-ერთი პირობა, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0