პარლამენტმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას მხარი დაუჭირა

© Sputnik / Viktor Kaminskyეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ და ღია საჯარო სივრცეში  პირბადის ტარების წესის  განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა ორმაგდება

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
უფრო მეტს გადაიხდით: პირბადის ტარების რეჟიმის დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება

ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რიგი შეზღუდვები, მათ შორის ღია სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების წესი მოქმედებს. თუმცა ამ დრომდე კანონი ითვალისწინებდა პირის 20 ლარით დაჯარიმებას იმ შემთხვევაში, თუ პირბადის ტარების წესი დარღვევა დახურულ სივრცეში ფიქსირდებოდა.

ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დახურულ ან ღია საჯარო სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის წესის დარღვევისთვის განმეორებით დაჯარიმდება, სანქციის ოდენობა 40 ლარი იქნება.

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით  დამტკიცებული ცვლილებებით, მკაცრდება ჯარიმა იმ დაწესებულებებისთვისაც, სადაც პირბადის გარეშე მომხმარებლის დაშვება განმეორებით მოხდება –  საჯარო სივრცის მფლობელი 1 000 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე, ვლადიმერ კახაძე.

 17 თებერვლის მონაცემებით, პოლიციამ 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 444 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

ყველა ახალი ამბავი
0