ლიეტუვის საგარეო უწყება: კონფლიქტის გამწვავება კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნის მომავალს

© photo: Sputnik / Alexey Filippov / გადასვლა მედიაბანკშივილნიუსი
ვილნიუსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისკენ და ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას, შეიკავონ თავი ისეთი ქმედებებისდგან, რომელიც ჩიხში შეიყვანს პოლიტიკურ პროცესებს და საზოგადოების დაყოფას შეუწყობს ხელს – განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ლიეტუვის ელჩი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
საქართველოში ლიეტუვის ელჩი „ნაციონალების“ ოფისში მივიდა

უწყებაში აცხადებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან და მის დაკავებასთან დაკავშირებით ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას, ასევე ჩნდება კითხვები შერჩევით სამართალთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

„ვწუხვართ, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე ვერ გამოიყენეს მრავალი შესაძლებლობა უთანხმოების გადასაჭრელად, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს. სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია დააზიანებს ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„პირველი გამარჯვება“ – ოპოზიციის რეაქცია გახარიას გადადგომაზე

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს დილით ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა ოპოზოციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიასთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან შესახვედრად მივიდა.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთავის მოულოდნელად დღეს პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს. გახარიას გადადგომის შემდეგ მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ნიკა მელია: გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯი დასაფასებელია

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0