გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა

თბილისი, 18 თებერვალი  — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 

„იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის ჩვენი ქვეყნის მომავლის ყველაზე დიდი რისკია“,-აღნიშნა გახარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

თავად მელიამ განაცხადა, რომ არ გეგმავს სასამართლო განჩინების აღსრულებას და მთელი ღამე ოპოზიციის ლიდერებთან და მომხრეებთან ერთად პარტიის ოფისში გაატარა. მელიას მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს. დღეს დილით ოპოზიციამ გაერთიანებისა და ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყების შესახებ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0