ნინო ლომჯარია ნიკა მელიას მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას შემაშფოთებელს უწოდებს

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ნინო ლომჯარიას თქმით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. ბრალდება კი ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით.

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შსახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს...“ - მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა.

„ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას“, - დაწერა ლომჯარიამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები“ შეცვლიან.

რა ბრალდებას უყენებენ მელიას

ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0