02:39 09 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
71 0 0

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას თეა წულუკიანი დაიკავებს, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დარჩება.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ათის ნაცვლად თერთმეტი სამინისტრო იქნება – საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ უწყებად გაყოფის გადაწყვეტილება პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილული პაკეტის თანახმად, რომელშიც 57 კანონპროექტი შედის, საქართველოში იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კანონის საბოლოოდ ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ 10 დღის ვადაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბალანსი და ბიუჯეტი ორ უწყებას შორის უნდა გადაანაწილოს.

არსებული ინფორმაციით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას თეა წულუკიანი დაიკავებს, ხოლო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი შეინარჩუნებს.

ახალი სამინისტრო პარლამენტის მიერ ცვლილებების სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ დაიწყებს ფუნქციონირებას.

მთავარი თემები