22:37 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
117 0 0

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებებით ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება, ამას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ემსახურება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რაც ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.

საკანონმდებლო ცვლილების პროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი მუხლი.

სსკ-ის 286-1 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისათვის.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატემა 286-2 მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ინიცირებული კანონპროექტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის კიბერდანაშაულის თავში. მათ შორის, ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ“, - მიაჩნიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„პირველი არხის“ მაუწყებლობა გაითიშა >>

უწყების განცხადებით, კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

მთავარი თემები