22:42 08 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9640
  • 100 RUB4.4518
  • USD3.3202
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

საქართველოს გაეროში არ შეუტანია განაცხადი სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით და საერთაშორისო არენაზე რჩება Georgia-ს სახელწოდებით, განაცხადეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. ლატვია არ გეგმავს საქართველოს სახელწოდების შეცვლას, როგორც ეს ლიეტუვამ გააკეთა, იუწყება Sputnik-ლატვია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

გასული წლის დეკემბერში ლიეტუვაში საქართველოს სახელწოდება ოფიციალურად შეიცვალა. ლიეტუვაში ოფიციალურ დოკუმენტებში ჩვენს ქვეყანას მოიხსენიებენ როგორც „საქართველოს“. მანამდე კი, ორი წლის განმავლობაში, ძველი და ახალი სახელწოდებები პარალელურად გამოიყენებოდა. სახელწოდება შეიცვალა ქართველი დიპლომატების თხოვნით, ვინაიდან თავდაპირველი დასახელება იყო რუსული.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იანვრის თვეში თხოვნით მიმართა სახელმწიფო ენის ცენტრს, სადაც არის ლატვიური ენის ექსპერტთა კომისიის ტოპონიმთა სპეციალური ქვეკომისია. საგარეო საქმეთა სამინისტროს სურდა ლინგვისტების ექსპერტული შეფასება მიეღო, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყნების გადარქმევის საკითხი არ არის პოლიტიკური. ენათმეცნიერებისგან მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ სიტყვა Gruzija ლატვიურ ენაში არსებობს სულ მცირე 130 წლის განმავლობაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ლატვიას მისი შეცვლის მიზეზი არ აქვს.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გაეროში არ შეუტანია განაცხადი სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით და საერთაშორისო არენაზე რჩება Georgia-ს სახელწოდებით.

მთავარი თემები