03:45 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2456 0 0

ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თუ საქართველოს პროკურატურა მიმართავს პარლამენტს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა დავითულიანმა.

პარასკევს საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით დაემუქრა. მაგრამ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს, მაგრამ ის ამჟამად ოფიციალურად დეპუტატია და მისი დაკავება მხოლოდ პარლამენტის თანხმობითაა შესაძლებელი.

„ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ. ნიკა მელიას მხრიდან პირდაპირ ეთერში ჩადენილი დანაშაული ჩვენ უკვე ორჯერ ვიხილეთ. ერთხელ, როდესაც ის ძალადობრივ შტურმს აორგანიზებდა პარლამენტზე  და მეორედ, როდესაც მან დაარღვია აღკვეთის ღონისძიებით დაწესებული პირობები და მოიხსნა სამაჯური, რის გამოც მას დაუწესდა გირაო. ამ გირაოს გადახდაზე აცხადებს უარს. კანონი ყველასთვის ერთია... პროკურატურას თუ ექნება მომართვა, პარლამენტი იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა დავითულიანმა.

ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის დამატებით ერთი კვირა მისცეს >>

მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას აგრეთვე საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა აეკრძალა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთი მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა 10 ათასით გაუზარდეს.

მთავარი თემები