კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეაფასა

© courtesy of European Union in Georgiaკარლ ჰარცელი
კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
დიპლომატი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია დათმობებზე წავლენ და შეთანხმების მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik.საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია. 

მეათე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტმა სამშაბათს გამართულ პლენარულ სხდომაზე 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი ჩააგდო. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს გუშინდელი გადაწყვეტილება დიალოგის გაგრძელების ერთგვარი წინაპირობაა.

„გუშინდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს შეთანხმების მიღწევის შანსების გაზრდას. ჩვენ ყველა ველოდებით იმ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმების მიღწევას შეძლებს. როგორც ცნობილია, მიუხედავად გუშინდელი გადაწყვეტილებისა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს აგრძელებს. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვაწყდებით სირთულეებს, სადაც არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დაგვარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც შუამავლები ვმუშაობთ“, – განაცხადა ჰარცელმა.

ამასთან, დიპლომატმა ეჭვი გამოთქვა ჩიხური სიტუაციის შემდეგ „დიალოგის სარგებლიანობაში“.

პარლამენტში შესული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებული უწოდა, დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადა და ცესკოს პარტიული სიების გაუქმების თაობაზე განცხადებით მიმართა.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზება ითავეს.

თუმცა, ოთხი რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რამდენადაც „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა არჩევნების გაყალბების აღიარებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. კომპრომისის სახით მმართველი პარტია მხოლოდ საარჩევნო სისტემის რეფორმირებისა და საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხის შესწავლაზეა თანახმა.

ამ დროისათვის საკანონდებლო ორგანოში ოპოზიციისთვის განკუთვნილი 60 სავარძლიდან დიდი ნაწილი თავისუფალია. პარტიის მხრიდან ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შევიდა ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი ოთხი და პარტია „მოქალაქეების“ ორი წევრი.

ყველა ახალი ამბავი
0