„ქართული მარში“ დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაში გარკვევას დამოუკიდებლად ცდილობს

© Sputnik / Vladimir Umikashvili„ქართული მარში" დავით გარეჯში
„ქართული მარში დავით გარეჯში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
„ქართული მარში“ არ აპირებს მხოლოდ დრონის გაშვებით შემოიფარგლოს და დავით გარეჯის დაბრუნების მიზნით პერმანენტულ აქციებს იწყებს.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ულტრანაციონალისტური პარტია „ქართული მარშის“ წარმომადგენლები საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო მონაკვეთზე, მათი თქმით, მივიდნენ ერთადერთი მიზნით – გაუშვან დრონი და მონასტრის ირგვლივ არსებული რეალური ვითარება აჩვენონ.

აქტივისტებმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის გირაოს თანხა ორ საათში შეაგროვეს>>

აქციის მონაწილეები მესაზღვრეებმა შეაჩერეს. სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მათ განუმარტეს, რომ კანონით მათ დრონით გადაღების უფლება საზღვრიდან 500 მეტრში აქვთ. მცირე სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ პარტიის წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს მესაზღვრეების განმარტება და დრონის მონასტრიდან მოშორებით გაშვებაზე დათანხმდნენ.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
კარტოგრაფების საქმე:  ვის მოიაზრებს პროკურატურა „ზემდგომ პირებში“

„დღეს ჩვენ ამოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით იმ უბედურებაში, რაც დღეს აქ ტრიალებს და რაშიც ამ ბატონს – მელაშვილს მიუძღვის წვლილი. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ იმ არასწორად გავლებული საზღვრის გამო ძირძველ ტერიტორიას – დავით გარეჯს ფაქტობრივად დაპატრონებულია უცხო ქვეყანა და აქ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება. ახლა მივდივართ და ვიწყებთ საპროტესტო მოძრაობას დავით გარეჯის დასაბრუნებლად“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ.

საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ბრალდებით საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა ოქტომბერში დააკავეს. გამოძიების მონაცემებით, მათ კომისიაში მუშაობის დროს დამალეს 1937–1938 წლების რუკები, რის გამოც საქართველოს შეიძლება საკუთარი ტერიტორიების 3,5 ათასი ჰექტარი დაეკარგა, მათ შორის, დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ დანაშაული „ზემდგომი ჩინოვნიკების“ დავალებით ჩაიდინეს.

აზერბაიჯანში დავით-გარეჯისკენ მიმავალი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს>>

ამჟამად მელაშვილი და ილიჩოვა გირაოთი არიან გათავისუფლებულები, ხოლო გამოძიება დამკვეთების მოძიებას ცდილობს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის მთელი პროცესი, რომელიც 1994 წელს დაიწყო, რადგან საქმეში საუბარია ტერიტორიების დაკარგვაზე საზღვრის 16 შეთანხმებული მონაკვეთიდან 13 მონაკვეთზე.

ყველა ახალი ამბავი
0