04:01 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

დანარჩენი დეპუტატების განაცხადები იქნება განხილული ცალკე, ხოლო მათთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრის საფუძველზე 2 თებერვალს მიიღებს

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ოპოზიციის ორი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის თხოვნა სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ დააკმაყოფილა.

დეკემბერში ოპოზიციის 55-მა დეპუტატმა მანდატების გაუქმების შესახებ განაცხადებით პარლამენტს მიმართა. დღეისათვის პარლამენტმა გადაწყვეტილება მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხ დეპუტატთან დაკავშირებით მიიღო, რომლებიც მათი პარტიული სიის წევრებმა ჩაანაცვლეს. ამ უკანასკნელებმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

ახლა საპროცედურო კომიტეტმა „ლეიბორისტული პარტიიდან“ შალვა ნათელაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილის განაცხადები განიხილა.

დანარჩენი დეპუტატების განაცხადები იქნება განხილული ცალკე, ხოლო ყველა მათგანთან დაკავშირებით (ხაბეიშვილისა და ნათელაშვილი ჩათვლით) საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრის შედეგად 2 თებერვალს მიიღებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ პარლამენტის დატოვება პროტესტის ნიშნად არჩევნების გაყალბების გამო გადაწყვიტა.

2 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს პარლამენტში 150-დან 99 დეპუტატი დარჩება.

პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას დაუკარგავს.

მთავარი თემები