ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომას ირაკლი კობახიძე უძღვება

© photo: The Parliament of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს არის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში ხორციელდება.

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის პლენარულ სხდომას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე უძღვება.

როგორც საქართველოს პარლამენტი იუწყება, პლენარულ სხდომაზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობენ. სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ დაამტკიცეს

დელეგაციის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძესთან ერთად ასევე შედიან ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა (დელეგაციის ხელმძღვანელი) და დეპუტატები ფრიდონ ინჯია, მარიამ კუბლაშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი, ირაკლი ჩიქოვანი და გიორგი ხოჯევანიშვილი.

ირაკლი კობახიძე 25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს გაიხსნა და ის 29 იანვარს დაიხურება.

ვროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

ყველა ახალი ამბავი
0