თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გუნდი ცდილობს ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობაში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს, ამისკენაა მიმართული რეგლამენტში ინიცირებული ცვლილებები, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„ამ კვირაში რეგლამენტში ცვლილებები შევა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ, შეუძლიათ ჯგუფში გაერთიანდნენ და ვიცე–სპიკერისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეთა თანამდებობებზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენონ“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, ასევე შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო დებატებში – მათთვის დრო 15 წუთამდე გაიზრდება.
„ევროპელ სოციალისტებს“ ამასთან დაკავშირებით რაღაც წინადადებები ჰქონდათ. პარლამენტის სპიკერთან და ჩემთან გამართულ შეხვედრაზე ალეკო ელისაშვილმა (პარტია „მოქალაქეების“ ლდერი) უკმაყოფილება გამოთქვა და ჩვენ გადავწყვიტეთ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის გამოსვლის დრო 15 წუთამდე გაგვეზარდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს აცხადებენ უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებას, მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოხდება, რომელი 2 თებერვალს გაიმართება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში ცვლილებებს, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატებს დამატებითი უფლებები ეძლევათ.
ცვლილებების პროექტის ინიცირება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მოხდა.
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს>>>
სადეპუტატო უფლებამოსილება 51 დეპუტატს შეუწყდება, რომლებმაც გასული წლის ბოლოს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართეს. კერძოდ: ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს (5), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (4), „ლელო საქართველოსთვის (4), „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ (1) წარმომადგენლებს, ასევე ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც კენჭი იყარა პარტიიდან „გირჩი“.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილვის შემდეგ, საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნებ საჭირო.