04:25 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

სტრასბურგში დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა, რომელიც 29 იანვრამდე გაგრძელდება.

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

კენჭისყრა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდა.

ამასთან, სესიაში მონაწილეობის პარალელურად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს სტრასბურგში ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. ის პირისპირ შეხვდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს რიკ დაემსს, რომელიც დღევანდელ სესიაზე პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს.

ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდება ადამიანთა უფლებების საკითხებში ევროკომისარს დუნია მიატოვიჩს.

ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით.

PACE: საქართველოში ამომრჩეველთა სიებს ენდობიან>>

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციაში 47 სახელმწიფო შედის.

მთავარი თემები