„სამწუხარო იქნება“: სალომე სამადაშვილს ოპოზიცის დანაწევრება აფიქრებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სამწუხარო იქნება, თუ ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ვერ შეინარჩუნებს.

თბილისი,  14 იანვარი – Sputnik. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ოპოზიცია დანაწევრდება და ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან მიდგომას ვერ შეინარჩუნებს, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო
ელისაშვილი: აღარავის დაველოდებით და მარტო შევალთ პარლამენტში

დღეს ოპოზიციურ პარტიებს — „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის პოლიტიკური კონსულტაციები იგეგმება. შეხვედრაზე მხარეები პარლამენტში შესვლა–არშესვლის საკითხს განიხილავენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა და დაიცვას საკუთარი პოზიცია.

„ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ დახურულ კარს მიღმა უნდა იმსჯელოს შესაძლო სამოქმედო გეგმაზე და ერთიანი პოზიცია დაიცვას. ამ ყველაფრიდან ყველაზე სამწუხარო შედეგი იქნება, თუ მოხდება სხვადასხვა მიმართულებით ოპოზიციის დანაწევრება და ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ვერ შევინარჩუნებთ“, — განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ხალხის მიერ არჩეული ადამიანები უნდა ისხდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში „პარლამენტი დარჩება, ასე ვთქვათ, არაწარმომადგენლობით ორგანოდ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ წარმოადგენს ქართველ ხალხსა და ამომრჩეველს“. 

პოლიტიკოსი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ „საერთოდ გაუგებარია, „ქართული ოცნება“ ვის წარმოადგენს“.

  • „ეჭვი მეპარება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებას“ თუნდაც ის ხმები აეღო, რომელიც აიღეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს და შეიძლება ხუთი ხმაც ვერ მიეღოთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე“, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის 31 წლის საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველზე ზეწოლისა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების გზით მოიგო. სწორედ ამას უკავშირდება მათი პროტესტი და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის უარი სადეპუტატო მანდატებზე. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0