17:39 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)
113 0 0

ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წავა პოლიტიკიდან, ეს მის პარლამენტში შესვლას დააჩქარებს.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ მზადაა შევიდეს პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციის მოთხოვნებს შეასრულებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ასევე შეცვლის საარჩევნო სისტემას, განაცხადა პარტიის ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს დაიწყო. ოპოზიციონერთაგან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოთხი წევრი შევიდა, რომლებმაც უკვე საკუთარი პარტია ჩამოაყალიბეს. დანარჩენებმა კი ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და უარი თქვეს მანდატებზე.

„თუ „ქართული ოცნება“ გადაიხდის იმ პოლიტიკურ ფასს, რაც, ჩვენი აზრით, არის საშვილიშვილო ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის (ანუ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ცესკოს საოლქო და საუბნო კომისიების წესის ფუნდამენტური ცვლილება და საარჩევნო რეფორმა) და ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ოპოზიცია მაინც არ შევა პარლამენტში, ჩვენ აღარ დაველოდებით არავის და სულ რომ მარტო შევიდეთ, შევალთ მარტო“, — განაცხადა ელისაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსთან“ საუბრისას.

ელისაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მეტად მნიშვნელოვანია და ეს პარლამენტში მის შესვლას დააჩქარებს.

გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მუდმივად არ უნდა იყოს მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში, პირიქით, მან უნდა იაქტიუროს და შევიდეს პარლამენტში, ვინაიდან ასეთია ხალხის გადაწყვეტილება.

 

თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს (127)

მთავარი თემები