20:57 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1058 0 0

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ორი ქვეყნისა და მთელ რეგიონისთვის ახალ წელს მშვიდობა და სიკეთე ისურვა

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ–მინისტრად ხელმეორედ დანიშვნა მიულოცა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.

თავის წერილში ერდოღანმა გახარიას ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, პირადად ჩემი და თურქეთის მთავრობის სახელით გულითადად გილოცავთ წარმატებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრის საქმიანობის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კრიტიკულ პერიოდში, რომელსაც მე ვაფასებ, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გაღებას რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის თავიდან ჩამოყალიბების თვალსაზრისით, თქვენი ბრძნული ლიდერობით, მომავალშიც ყველა სფეროში გაგრძელდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობები“, – ნათქვამია ერდოღანის ოფიციალურ წერილში.

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 24 დეკემბერს მთავრობის ახალ შემადგენლობას გიორგი გახარიას მეთაურობით ნდობა გამოუცხადა. არ დააყოვნა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებამაც მისი მთავრობის მეთაურად დანიშვნის შესახებ. ამგვარად 45 წლის გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერი მეორედ გახდა.

მთავარი თემები