ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“

© courtesy of Georgian Dreamბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: მე არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვიქნები

კითხვაზე, რამდენად მზად არის მმართველი გუნდი ოპოზიციაში გადასასვლელად, პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ 4–5 წელი იქნება, თუმცა მარადიული არაფერია.

„დროს თავისი მიაქვს. გაჩნდება ახალი ძალა, რომელიც ნიჭიერი ხალხით იქნება დაკომპლექტებული და მაშინ საზოგადოება ეტყვის „ქართულ ოცნებას“, რომ მისი წასვლის დრო დადგა. როდესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, იგი იქნება ჯანსაღი, ხალხზე მოფიქრალი და მზრუნველი ძალა. ღმერთმა მომასწროს, რომ ქვეყანაში მოვიდეს ახალი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. როდესაც ქვეყანაში ჯანსაღი ხელისუფლება და ჯანსაღი ოპოზიცია იქნება, იგი უკეთესად განვითარდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ ოპოზიციას აკლია კონსტრუქციულობა, არ აქვს რეალური არგუმენტები და ოპოზიციის ფუნქციებს სათანადოდ ვერ ასრულებს. მათ არ აქვთ იმის ნიჭი, უკეთესი გზები მოძებნონ, რომ ქვეყნის განვითარება დაჩქარდეს, დასძინა ივანიშვილმა.

„ოპოზიციას არ აქვს თემატური კრიტიკის უნარი, ვერც საგარეო საკითხებზე და კორუფციაზე საუბრობენ, რადგან ყველაფერი გაცილებით უკეთაა. ეს არის პრობლემა და ეს არის ჩემი ოცნება, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ნიჭიერმა დაიკავოს ხელისუფლების სადავეები და „ქართული ოცნების“ მსგავსი დარჩეს ოპონენტის როლში. გარწმუნებთ, ასეთ შემთხვევაში საქართველოს განვითარების ტემპი გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ასევე არ გამორიცხა უახლოეს ოთხ წელიწადში ახალი „ჯანსაღი“ ძალის დაბადება, რომელიც „ქართული ოცნების“ მემკვიდრე იქნება და რომელიც უფრო ნიჭიერი პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება.

გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გაავრცელა, რომელშიც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მანამდე კი მან საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცა.

ამის შესახებ მმართველი პარტიის ყოფილმა ლიდერმა გამოცემა Entrepreneur-თან ისაუბრა. მისი განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარი, როგორც იგი აფასებს აღნიშნულ ქონებას, მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. 

ყველა ახალი ამბავი
0