17:20 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (24)
44 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე საკადრო, საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება. პარტიის იდეოლოგია და მისი მთავარი ორიენტირები არ შეიცვლება.

თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პარტიის ყრილობაზე 16 იანვარს ახალ თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს განახლებულ, 21-კაციან შემადგენლობას აირჩევს.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ღია წერილით გაახმოვანა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველ პარტიას ახალი სახეები ემატებიან, პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე გაიზრდება.

„პარტიის ყრილობაზე განისაზღვრება საკადრო, საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა და მისი მთავარი ორიენტირები, ეს, ცალსახად, არ შეიცვლება. ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, არამედ თვითონ პარტიაში", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ. 

უკვე გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს პარტიის ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

„ირაკლი კობახიძის კანდიდატურას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა. მან ძალიან კარგად იცის პარტიის შიდა სამზარეულო და არ ყოფილა სხვა აზრი გარდა იმისა, რომ ირაკლი კარგად გაუძღვება პარტიის საქმიანობას", - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება, ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.

თემები:
„ქართული ოცნების“ ტრანსფორმაცია (24)

მთავარი თემები