09:24 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)
78 0 0

მემკვიდრის ვინაობის, ასევე პარტიის შიგნით ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრის ვინაობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ.

ორშაბათს, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, რადგან საკუთარ მისიას შესრულებულად მიიჩნევს. თავისი გადაწყვეტილება მან ღია წერილით გაახმოვანა.

კუჭავას თქმით, პოლიტიკას ტოვებს „გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე“, რაც კიდევ უფრო დიდი სტანდარტია არა მარტო პარტიული კუთხით, არამედ დემოკრატიული პროცესების განვითარების მხრივ.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე ძალიან ამაყად ტოვებს პოლიტიკას. პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ მსოფლიოში არსებობს. არის გარკვეული პროცესები, რომლებიც ვერასდროს დასრულდება, რადგან არსებობს როგორ პოზიცია, ისე ოპოზიცია და ყოველთვის არის კონკურენციის საკითხი და ასეც უნდა არსებობდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს“, – აღნიშნა კუჭავამ.

მისი თქმით, პარტიის ახალი თავმჯდომარის შესახებ ოფიციალური განცხადება პარტიის ოფისში უახლოეს დღეებში გაკეთდება.

თემები:
ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის – მიზეზები და რეაქციები (10)

მთავარი თემები