18:24 15 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0062
  • 100 RUB4.4937
  • USD3.2935
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)
39 0 0

აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზე რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა არ იგეგმება

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები — ვლადიმირ პუტინი, ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს მოსკოვში, იუწყება კრემლის პრესსამსახური.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც 11 იანვარს გაიმართება, სამი ქვეყნის ლიდერი მთიან ყარაბაღში დარეგულირების თემაზე იმსჯელებენ და ასევე განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს.

მანამდე ინფორმაცია მოსკოვში მოსალოდნელი სამმხრივი შეხვედრის შესახებ დაადასტურეს ფაშინიანის პრესსამსახურშიც. როგორც პრემიერის პრესმდივანმა მენა გევორქიანმა აღნიშნა, ლიდერთა შეხვედრაზე არ იგეგმება რაიმე ისეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელიც ყარაბაღს ან ტერიტორიულ საკითხებს შეეხება.

გავრცელებული ცნობით, საუბარი იქნება რეგიონულ კომუნიკაციებსა და საერთაშორისო ტვირთგადაზიდვებზე, მათ შორის, სომხეთიდან რუსეთსა და ირანში, ასევე სომხეთის ცენტრალური რეგიონებიდან სიუნიქის ოლქში (ნახჭევნის ავტონომიაზე გამავალი გზა).

რაც შეეხება ერთობლივი განცხადებების მიღებას, როგორც ფაშინიანის პრესსამსახურში აცხადებენ, ეს დამოკიდებული იქნება სამხედრო ტყვეებისა და ასევე დაღუპული მებრძოლების ნეშტების მოძიების საკითხების გადაჭრაზე.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (155)

მთავარი თემები